ძლიერი წვიმის გამო იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოთხ პრეფექტურაში, 1,7 მილიონი მოსახლისთვის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა
ძლიერი წვიმის გამო იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე 4 პრეფექტურაში, 1,7 მილიონი მოსახლისთვის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. ფუკუოკას, საგას, ნაგასაკისა და ჰიროშიმას პრეფექტურების მოსახლეობამ მეხუთე, ყველაზე მაღალი დონის საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიიღო.
აღნიშნულ პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება ერთმნიშვნელოვან ბრძანებას – „გადაარჩინე შენი სიცოცხლე!“ – იძლევა. ეს გულისხმობს სასწრაფო ევაკუაციას და თუ ამ ეტაპზე წყალდიდობის გამო ევაკუაციის წერტილამდე გადასვლა უკვე რისკებთანაა დაკავშირებული, მაშინ მაცხოვრებლებს ურჩევენ იპოვონ ყველაზე უსაფრთხო ადგილი სამეზობლოში ან საკუთარ სახლში, სადაც მათი გადარჩენის შანსები მაღალი იქნება.
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია. ადგილობრივი მეტეოროლოგები სავარაუდო წყალდიდობებისა და მეწყერის რისკების შესახებ იტყობინებიან.