ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაურის ტერიტორიაზე ბათუმში შესასვლელი გზა დაიტბორა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.
ბათუმში ასევე დაიტბორა ტერიტორია ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზეც და რამდენიმე ქუჩა ე.წ. ჭაობის დასახლებაში.
ამ დროისთვის, ბათუმში ისევ წვიმს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 20-მდე შეტყობინებაა შესული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ე.წ. ჭაობის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
სტიქიის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.