ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ჰავაის ავიახაზების რეისზე, სულ მცირე, 36 ადამიანი დაშავდა 
ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ჰავაის ავიახაზების რეისზე, სულ მცირე, 36 ადამიანი დაშავდა 

ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ჰავაის ავიახაზების რეისზე, სულ მცირე, 36 ადამიანი დაშავდა, მათგან 20 მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 14 თვის მგზავრია.

თვითმფრინავი ფენიქსიდან ჰონოლულუში ასრულებდა რეისს და აეროპორტში დაფრენამდე 30 წუთით ადრე ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა.