ძლიერი შტორმის შედეგად, დასავლეთ გერმანიაში ბოლო ორ დღეში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი დაკარგულად ითვლება
დასავლეთ გერმანიაში, ძლიერი შტორმის შედეგად, ბოლო ორ დღეში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 30 დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. გარდაცვლილებს შორის ორი მეხანძრეა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ბონის სამხრეთით მდებარე არვაილერის რაიონი დააზარალა, სადაც მდინარე არი ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლები დაანგრია. წყლის ნაკადმა წაიღო მანქანები, დაანგრია გზები და წააქცია ხეები.
მეხანძრეები და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბელგიაშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.