ძლიერი შტორმის შედეგად, ბათუმში ახალი ბულვარის სანაპირო დაზიანდა.
ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძის განცხადებით, დაზიანდა პრომინადებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილი. მისივე თქმით, სანაპიროზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ძლიერი ღელვა იყო, შტორმის სიმძლავრე შვიდ ბალს აღწევდა. დაზიანდა პრომინადები და ინფრასტრუქტურა. მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, დღის მეორე ნახევარში დასრულდება“, – განაცხადა ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მიქელაძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ნგრევა არასწორად განხორციელებულმა ნაპირსამაგრმა სამუშაოებმა გამოიწვია.