ძლიერი ქარის გამო, თბილისში 21:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში 14 სახლი დაზიანდა
9 მარტს 21:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით სტიქიის შესახებ შემოსულია – 58 ინფორმაცია: 53 თბილისიდან, ხოლო 5 რეგიონიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„თბილისში დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13 ხე, ორი გარე განათების ბოძი, 10 ელექტროსადენი, ხუთი ავტომობილი, ოთხი გაზის ცენტრალური მილი და ხუთი სარეკლამო ბანერი.
მცხეთა-მთიანეთში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ქედაში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.
ლანჩხუთში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. კახეთში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.
წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 9 მარტს 16:00-დან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, გაზის ცენტრალური 5 მილი, 6 სარეკლამო ბანერი.