ძლიერი ქარის გამო, პოლონეთში 400 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ძლიერი ქარის გამო, პოლონეთში 400 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პოლონური სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ქარმა 670-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ხეები წააქცია. დაშავებულია ხუთი ადამიანი.
საგანგებო სამსახურებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 400 ათასზე მეტი შეტყობინება მიიღეს.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 18 ათასი მეხანძრე-მაშველი.