ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა​  #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა​  #1TVSPORT

ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი სპორტსმენები დაწინაურდნენ.

ტატო გრიგალაშვილი 6492 (ქულა) კვლავ საკუთარი წონის (-81 კგ) ლიდერია, ეთერი კი -57 კგ-ში მეოთხე ადგილს (4318 ქულა) იკავებს.

60 კგ-ში თემურ ნოზაძე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერია.

ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო რეიტინგში ექვსი საფეხურით წინ გადაიწია და მეოცე ადგილზე გადაინაცვლა. 19 წლის ქართველის ანგარიშზე 1786 სარეიტინგო ქულაა.

90 კგ-ში ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედლით, ბექა ღვინიაშვილს მსოფლიო რეიტინგში 700 ქულით დაწინაურდა და რეიტინგის მეოთხე ნომერია.

ამავე წონაში მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.

100 კგ-ში ილია სულამანიძე ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში გასვლით ილიამ 490 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. სულამანიძე სიის მეექვსე ნომერია.

ზაგრების გრან პრიზე +78 კგ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა სოფიო სომხიშვილმა. ქართველმა რეიტინგში 252 ქულა ჩაიწერა და ექვსი პოზიციით დაწინაურდა. 22 წლის ძიუდოისტი ძიუდოისტი, საკუთარი წონის 30-ე ნომერია.