ძიუდოს გრან პრიზე ქართველი ძიუდოისტებისთვის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის გათამაშების პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრების წევრებმა წარუმატებლად დაასრულეს.
60 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ჩადუნელმა პირველივე დაპირისპირება უკრაინელ არტიომ ლესიუკთან წააგო. 66 კგ წონით კატეგორიაში კი 1/8 ფინალური ეტაპი თორნიკე ნაგლიაშვილმა ვერ დაძლია. ნაგლიაშვილის მოწინაღმდეგე იაპონელი ჰიფუმი აბე იყო, რომელმაც თავის მხრივ 1/4 ფინალში გასვლა ვერ შეძლო და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
შაბათ-კვირას საქართველოს ნაკრების ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ტაველური, გურამ თუშიშვილი და გიორგი ქავთარაძე დაიცავენ.