ძიუდოს ევროპულმა კავშირმა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ეპიზოდს, როდესაც „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ხელი ჩაავლო „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს და მას მხარის ტრავმა მიაყენა. ამის გამო, ეგვიპტელს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.
„აკრძალული ჩავლება ძიუდოში… მაგრამ ფეხბურთში საკმარისი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“, – წერია ფოტოზე.
ასევე კომენტარი აქვს სტოპკადრს: „არსებობს სერიოზული მიზეზები, რატომ არის აკრძალული ილეთი ვაკი-გატამე. თქვენ რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუშინდელ ჯარიმაზე?“.