ძიუდოს ევროპის კავშირმა ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო მშვრთნელად, გიორგი სარდალიშვილი კი ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ევროპის ძიუდოს კავშირმა 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, ხოლო გიორგი სარდალიშვილმა ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში გაიმარჯვა.
18 წლის ქართველმა 2021 წელს 60 კგ. წონით კატეგორიაში იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა.
სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს:
საუკეთესო მამაკაცი – ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი).
საუკეთესო ქალი – კლარის აგბენენუ (საფრანგეთი).
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი – ადრიან სულკა (რუმინეთი)
საუკეთესო ახალგაზრდა ქალი – ანა მარია ოლეკი (გერმანია)
საუკეთესო გუნდი – საფრანგეთის ნაკრები.