ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

7-14 მაისს დოჰაში ძიუდოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

ძიუდოისტთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტთა გვარები ფეისბუქის გვერდის, „ძიუდოს დღიურების“ პირდაპირ ეთერში დაასახელა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

-60 კგ. გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ. ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ. ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი