ევროპის ძიუდოს კავშირმა გრიგალაშვილი და გუჯეჯიანი დააჯილდოვა #1TVSPORT
ევროპის ძიუდოს კავშირმა გრიგალაშვილი და გუჯეჯიანი დააჯილდოვა #1TVSPORT

ევროპის ძიუდოს კავშირმა მონპელიეში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ევროპის წლის საუკეთესო ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.