ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო - ნომინანტებში სამი ქართველია #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო - ნომინანტებში სამი ქართველია #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გამოკითხვაში, რომელმაც 2022 წლის საუკეთესოები უნდა გამოავლინოს, სამი ქართველია წარდგენილი. სხვადასხვა ნომინაციებში ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი მოხვდნენ.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა awards.ijf.org-ზე შეუძლიათ. ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულისთვის იბრძვის. ქართველის კონკურენტები არიან: დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი), ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი), ენდი გრანდა (კუბა) და ჰიფუმი აბე (იაპონია).

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაშია დასახელებული. მასთან ერთად ამ ტიტულისთვის იბრძვიან რაფაელე პარლატისა და ფრანჩესკო ბრუეირეს დუეტი, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), ანდრეა ბერტისა და სარა მენეზეშის დუეტი, ვლადიმირ პრერადოვიჩისა და დრაგან ჩრნოვის დუეტი.

ბექა ღვინიაშვილი წლის საუკეთესო გდების ნომინანტია. მისი მეტოქეები ასტრიდ გნეტო, კრისტა დეგუჩი, დენის ვიერუ და სოიჩი ჰაშიმოტო არიან.

ხმის მიცემა 31 იანვრამდე ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. მან წლის ბოლოს ისრაელში შემაჯამებელი ტურნირიც (მასტერსი) მოიგო.