ლაშა გუჯეჯიანი - მსოფლიოზე წარმატებულად გამოვედით, მაგრამ მაინც უკმაყოფილების განცდა მაქვს #1TVSPORT
ლაშა გუჯეჯიანი - მსოფლიოზე წარმატებულად გამოვედით, მაგრამ მაინც უკმაყოფილების განცდა მაქვს #1TVSPORT

ლაშა გუჯეჯიანმა თბილისში დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლა წარმატებად შეაფასა. თუმცა, ნაკრების მწვრთნელმა არ დამალა, რომ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.

„ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა. ძიუდოს ელიტაში მყარად ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციას. შესაძლოა, ჩემპიონი გახდე და შენიშვნები მაინც მიიღო. თუმცა, გრიგალაშვილმა შთამბეჭდავად მოიგო ოქროს მედალი და სრულყოფილად გახდა ჩემპიონი. ასევე წარმატება იყო სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

მეტი მედლის მოპოვებაც შეიძლებოდა. როგორც მწვრთნელს, მაინც უკმაყოფილების განცდა მაქვს. ბრინჯაოს მედლების ნაცვლად უფრო მეტი ხარისხის მედლების აღება შეიძლებოდა. ხოლო ვინც უმედლოდ დარჩა, ეს ჩემთვის ალოგიკურია. რაც შეეხება ბექაურის ამბავს, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უზბეკეთში გაიმართა და მათ სპორტსმენთან როგორც კი მსაჯებს შანსი მიეცათ, ეგრევე გამოიყენეს. თუმცა, უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები რომ გამოვასწოროთ“, – ამბობს ლაშა გუჯეჯიანი.