ძიუდოისტთა და ბატუტზე მხტომელთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
თბილისში ძიუდოისტთა და ბატუტზე მხტომელთა ნაკრები დაბრუნდა, რომლის წევრებმაც მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს ყულაბა შვიდი მედლით შეავსეს – ორი ოქრო (ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი), ერთი ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და ოთხი ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი).
ბატუტზე მხტომელთა მხრიდან თავი ლუბა გოლოვინამ გამოიჩინა, რომელმაც ინდივიდუალური პირველობის ფინალში გასულ ექვს საუკეთესო სპორტსმენს შორის 53.990 ქულით მეორე შედეგი აჩვენა, მხოლოდ ფრანგ მეტოქეს, ლეა ლაბრუსეს ჩამორჩა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრესასთან ლუხუმ ჩხვიმიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ლუბა გოლოვინამ ისაუბრეს.