ძიუდო | ზირაქაშვილმა ლინცის გრანპრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ორი სპორტსმენი იასპარეზებს.
თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) შეჯიბრზე პირველი შეხვედრა თურქ დემირელთან მოიგო და მეორე წრეში იტალიელ დე ტულიოს დაუპირისპირდება. ირაკლი კუპატაძე (60 კგ) პირველ ორთაბრძოლას უნგრელ ანდრასისთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის გრანპრიზე საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა მიიღო მონაწილეობა – შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.