ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში მაროკოელი ბუშიტა ეფექტური გდებით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ასპარეზობს. ქართველმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე მაროკოელი აბდერაჰმანე ბუშიტა იყო. ვაჟამ შეხვედრა კარგად დაიწყო და აფრიკელი ძიუდოისტი რამდენიმე წამში ეფექტური გდებით, იპონით დაამარცხა.
ჩვენი სპორტსმენის მოწინაღმდეგე მერვედფინალში უკრაინელი კარო მარანდიანი იქნება.
დღეს ტურნირზე მედლები 66 კგ-ში მამაკაცებში და 52 კგ-ში ქალებში გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ დღეებში იასპარეზებენ:
ვაჟები: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).
ტურნირის განრიგი:
8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ
9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ
10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ
11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ
12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ
13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მსოფლიო პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.