ძიუდო | საქართველოს ნაკრების გუნდური მესამე ადგილი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე #1TVSPORT
საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ შეჯირებაში მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ერთეულებში გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) და დავით ლომიტაშვილმა (55კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩვენმა ნაკრებმა კი ვაჟთა ძიუდოს შეჯიბრზე ექვსი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ – გიორგი ბადუაშვილი (100კგ), დავით ქარელი, თორნიკე მოსიაშვილი, არჩილ მამულაშვილი. გოგონათა ტურნირზე მესამე ადგილზე ნინო გულბანი გავიდა.