დავით ქარელი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
დავით ქარელი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

ქართველი ძიუდოისტი დავით ქარელი (60 კგ) ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ფრანგი კელვინ რაი ულამაზესი გდებით იპონით დაამარცხა.

რამდენიმე წუთში ტურნირის ფინალში იასპარეზებს მეორე ქართველი საბა სამადაშვილიც (66კგ). მისი მეტოქე უზბეკი შოჰჯახონ ოტაბოევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს, ორმა ქართველმა – დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.