პირველი ოქროს მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე #1TVSPORT

19:12, 26.07.2022

დავით ლომიტაშვილი (ძიუდო, 55 კგ.) სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია.

კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი წარმომადგენელი იასპარეზებს. საქართველოდან შვიდ სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) მედლებისთვის 28 სპორტსმენი იბრძოლებს.

მსგავსი