მეორე ოქრო ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე - სამადაშვილი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
მეორე ოქრო ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე - სამადაშვილი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა საბა სამადაშვილმა (66 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უზბეკი ორაბოევი იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონი დავით ქარელი გახდა (60 კგ). ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში ფრანგ კელვინ რაის ულამაზესი გდებით იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს, ორმა ქართველმა – დავით ლომიტაშვილმა და საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.