დავით ქარელმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

19:48, 26.07.2022

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა დავით ქარელმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი წარმომადგენელი იასპარეზებს. საქართველოდან შვიდ სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) მედლებისთვის 28 სპორტსმენი იბრძოლებს.

მსგავსი