ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე | იაპონელთა ტრიუმფი გრძელდება - რვა მედალი რვა შესაძლებლობიდან (ვიდეო)
ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე | იაპონელთა ტრიუმფი გრძელდება - რვა მედალი რვა შესაძლებლობიდან (ვიდეო)

ექვსი შესაძლებლობიდან ოთხი ოქროს მედალი – მსოფლიოს ჩემპიონატის, პირველი სამი დღის შემდეგ, იაპონელ ძიუდოისტთა მონაგარი ასეთია.

ჩემპიონ-პრიზიორები, პირველად, დღესაც ტრადიცულად ქალთა შორის გაირკვნენ. შარშანდელ ვერცხლს, წელს ოქრო მიუმატა ჰაშიმოტოს თანამემამულე – ცუკაშა იოშიდამ.

22 წლის იოშიდამ ფინალამდე გზა საკმაოდ მარტივად გაიარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც ფავორიტი იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, გასული წლის ვიცეჩემპიონმა მოლოდინი გაამართლა და ფინალში, ბრიტანელი – ნიკოდა სმაიტ-დევისი ვადამდე დაამარცხა.

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონ მონღოლ – სუმია დორჯ-სურენს, იგი ნახევარფინალში სწორედ ბრიტანელთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საბოლოოდ ქალთა შორის დღეს მედლები ასე გადანაწილდა:

57კგ

  1. ცუკაშა იოშიდა (იაპონია)
  2. ნიკოდა სმაიტ-დევის (დიდი ბრიტანეთი)
  3. სუმია დორჯ-სურენი (მონღოლეთი) – კრისტა დეგუჩი (კანადა)

მამაკაცთა შორის დღემდე ჩატარებულ ორ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური იაპონელებმა დაიკავეს. დღეს ამის გაკეთების შანსი სიოჩი ჰაშიმოტოსაც ჰქონდა. თუმცა საბოლოოდ ტაკატოსა და აბეს მსგავსად ზედიზედ მეორე გაჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. გადამწყვეტ შეხვედრაში საბოლოოდ, სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანთან ორ წუთსა და ათ წამში დაიპონდა.

რაც შეეხება ჩემპიონ -ანს მან ფინალამდე ოთხი შეხვედრა (აქედან სამი იპონით) მოიგო და საბოლოოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ დამსახურებულად გაჩემპიონდა.

მამაკაცთა შორის დღეს მედლები ასე გადანაწილდა:

73 კგ

  1. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)
  2. სიოჩი ჰაშიმოტო (იაპონი)
  3. მოჰამად მოჰამადი (ირანი) – ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

სულ, სამი დღის შემდეგ, მედლების საერთო რაოდენობით ასეთი მდგომარეობაა:

ოქრო – იაპონია -4, უკრაინა, სამხრეთ კორეა.

ვერცხლი – იაპონია-3, რუსეთი, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი.

ბრინჯაო – არგენტინა, ყაზახეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, კანადა, მონღოლეთი, იაპონია, საქართველო, უკრაინა, სამხრეთ კორეა, ირანი, აზერბაიჯანი.