ძიუდო - ლიპარტელიანმა ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - ლიპარტელიანმა ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ) ფინალში რუს სპორტსმენთან, არმან ადამიანთან ორთაბრძოლა წააგო და ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხსენებთ, რომ დღეს პირველი ადგილისთვის კიდევ ერთი ქართველი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იბრძოლებს. ფინალში მისი მეტოქეც რუსეთის წარმომადგენელი იქნება.

დღეს მოასპარეზე მესამე ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი, ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.