ძიუდო | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობენ.

ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში იჭიდავებს 21 წლის ილია სულამანიძე. ილიამ მერვედფინალში ორი ვაზარით ხორვატი კუმრიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ნეტრალური დროშით მოასპარეზე რუსს, არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო პირველობაზე მეორე შეხვედრას მოგვიანებით გამართავს. ლიპარტელიანი და სულამანიძე, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.