ძიუდო | გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
აბუ დაბიში 19 მაისს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები 23 მაისს დასრულდება, 24-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
გუნდურ პირველბაზე საქართველოს ნაკრების ცხრა ძიუდოისტია დარეგისტრირებული: გიორგი ტერაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (+90 კგ), ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).
გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 15 ქვეყანაა დარეგისტრირებული. საქართველოს გარდა, შეჯიბრში მონაწილეობას ავსტრია, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კენია, მონღოლეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი და IJF-ის ლტოლვილთა გუნდი მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გუნდურ მსოფლიოს პირველობას დოჰამ უმასპინძლა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.