ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
დღეს მესამე ადგილისთვის კიდევ ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.