ძიუდო - ჩხვიმიანის ოქრო მინსკიდან | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - ჩხვიმიანის ოქრო მინსკიდან | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.

დღეს მესამე ადგილისთვის კიდევ ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.