ძალოსნობის ისტორიაში პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ნაიმ სულეიმანოღლუ გარდაიცვალა
ძალოსნობის ისტორიაში პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1988, 1992, 1996), მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი (1985 ,1986, 1989, 1991, 1993, 1994, 1995), არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური ორდენოსანი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრი, თურქი ნაიმ სულეიმანოღლუ, მეტსახელად „ჯიბის ჰერაკლე“ 50 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
სულეიმანოღლუ დღემდე პირველი და ერთადერთი ძალოსანია, რომელმაც ატაცში საკუთარ წონაზე 2,5 კგ-ზე მეტი დაძლია, ხოლო აკვრაში შვიდიდან მეორე ათლეტია, რომელმაც აკვრაში საკუთარ წონაზე სამჯერ მეტ წონას მოერია. გარდა ამისა, ერთადერთია, რომელმაც აკვრაში საკუთარ წონაზე სამჯერ + 10 კილოგრამით მეტი დაიმორჩილა.