ძალოსნობაში ბათუმის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დასკვნით დეტალებზე მსჯელობენ
ძალოსნობაში ბათუმის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დასკვნით დეტალებზე მსჯელობენ

ძალოსნობაში ბათუმის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დასკვნით დეტალებზე მსჯელობენ.

ევროპის კომისიის წევრებმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯერ ბათუმის სასტუმროები დაათვალიერეს, დღეს კი უკვე საშეჯიბრო დარბაზი მოინახულეს და დეტალები განიხილეს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კონტინენტის პირველობის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაც გაიმართა.

პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

როგორც ევროპის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ხასან აკუშმა განაცხადა, მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია და ბათუმში დაგეგმილი ჩემპიონატის სამზადისი ამ ეტაპზე დადებითი შეფასებას იმსახურებს.

ბათუმი კონტინენტის პირველობას 6-13 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.