ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 73 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება #1TVSPORT
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 73 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ღირსებას კახი ასანიძე დაიცავს.
კახი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია.
დღეისათვის ქართველი ძალოსნების მონაგარი 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
21:00 საათიდან ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა „ტელესკოლის“ ეთერში გექნებათ.
6 აპრილი – 21:00 საათი – 73 კგ.-კახი ასანიძე.