ძალოსნობა | კახი ასანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია, არჩილ მალაყმაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | კახი ასანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია, არჩილ მალაყმაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ იასპარეზეს.

ატაცში კახი ასანიძემ 144/148/151 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მალაყმაძემ კი ატაცში 142/146/150 კილოგრამს გაართვა თავი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ასანიძემ 174 და 178  კილოგრამი ასწია და აქაც ვერცხლის მედალს დაეუფლა, კახიმ ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამითაც.

აკვრაში მალაყმაძემ 168 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი ერგო. არჩილმა ორჭიდის ჯამში 318 კილოგრამი მოაგროვა, რაც ასევე ბრინჯაოს მედლის მომტანი გახდა.

ბუქარესტში 29 ივლისს კიდევ ორი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს – 20:00 საათზე ფიცარნაგზე 20-წლამდელთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ხარაზიშვილი და საბა აბაშიძე გავლენ.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი:

30 ივლისი

14:00 | 81 კგ (U20) –  საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია

31 ივლისი

14:00 | 89 კგ (U20) – ზურაბ მსხალაძე

16:00 | 81 კგ (U23) – ნათია გადელია

1 აგვისტო

12:00 | 96 კგ (U20) – თორნიკე ლომთაძე, გერვასი თაბაგარი

14:00 | 96 კგ (U23) – ირაკლი გობეჯიშვილი

16:00 | 87 კგ (U20) – მარიამ მურღვლიანი

20:00 | 102 კგ (U20) – გურამ ვეკუა

2 აგვისტო

12:00 | 102 კგ (U23) – ლუკა ქაშიბაძე

16:00 | 109 კგ (U20) – გიორგი კირვალიძე

20:00 | 109 კგ (U23) – ზაზა ლომთაძე, აკაკი ტალახაძე

3 აგვისტო

16:00 | +109 კგ (U23) –  თორნიკე ტაბატაძე, მიხეილ ადამია