U20 | თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
U20 | თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში დღეს გერვასი თაბაგარმა და თორნიკე ლომთაძემ იასპარეზეს.

თაბაგარისთვის ატაცში სამივე ცდა წარმატებული იყო და დაძლეული 143 / 147 / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში კი თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ორჭიდშიც ოქროს მედალი დაიმსახურა (343 კგ).

თორნიკე ლომთაძემ ატაცში 134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით კი ჩვენმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძემ 327 კილოგრამით მეხუთე ადგილი დაიკავა.