ძალოსნობა I ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბაქარ თურმანიძე ატაცში მეოთხე ადგილზე გავიდა. აკვრაში ასპარეზობა რამდენიმე წუთში დაიწყება.