შოთა მიშველიძე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა მიშველიძე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მან 135 კგ. დააფიქსირა და პირველ მოძაობაში მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ფიცარნაგზე 61 კგ. კატეგორიაში რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა 124 კგ-ის დაფიქსირება შეძლო და საბოლოოდ, პირველ მოძრაობაში მე-8 ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა ტელესკოლის პირადაპირ ეთერში გეძლევათ.