ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ანგარიშზე შვიდი ოქროს, ორი ვერცხლისა და ასევე ორი ბრინჯაოს მედალია.
დღეს რუმინულ ფიცარნაგზე მედლებისთვის დავით ხეცურიანი (105), ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105) იბრძოლებენ.