ძალიან გთხოვთ, მოსწავლე-მასწავლებლის რეჟიმში ნუ მესაუბრებით - ნაზი ჯანეზაშვილი რეზო ნადარაიას
ძალიან გთხოვთ, მოსწავლე-მასწავლებლის რეჟიმში ნუ მესაუბრებით. ნამდვილად არ ვართ სკოლაში და ნუ შემეჯიბრებით კვლევების განხორციელებაში, როგორც მე არ გეჯიბრებით მოსამართლეობაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრის, რეზო ნადარაიას პასუხად განაცხადა.
ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივა დააყენა, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების, კანდიდატების და სასამართლო სისტემაში თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რეზო ნადარაიამ, ნაზი ჯანეზაშვილს მოსთხოვა კონკრეტული ქვეყნების მაგალითის დასახელება, სადაც მსგავსი პრაქტიკაა, რაზეც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი მაგალითები მან უკვე დაასახელა და მისი ინიციატივა აუცილებელია, რათა საბჭოს მუშაობა იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე.
საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მხარი დაუჭირა კოლეგიებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. რაც შეეხება, ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას, ამ საკითხს საბჭომ მხარი არ დაუჭირა.
ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, საბჭოს წევრებს არ სურთ ინფორმაცია იყოს პროაქტიულ რეჟიმში საჯარო და ამ საკითხს უმნიშვნელოდ თვლიან.