DW-ს ჟურნალისტის კითხვა სააკაშვილს - სტრასბურგში მივიდნენ დასკვნამდე, რომ გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში ხართ გარეული, ხომ ასეა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები მან სხვა 143 ძალოვანთან ერთად შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

გადაცემა Conflict Zone-ის წამყვანმა სებასტიანმა სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე არაერთი კრიტიკული კითხვა დაუსვა.

DW-ს ჟურნალისტის თქმით, ამ საქმეში დღემდე რჩება გაურკვევლობა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მტკიცებულებების დამალვას ხელი შეუწყო და სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალა. ჟურნალისტის კითხვები ასევე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმოჩენილ ფარული ვიდეოჩანაწერების არქივს და ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წლებს.

 

ჟურნალისტი – მოდი ვისაუბროთ საქართველოზე, თუ წინააღმდეგი არ ხართ. 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ გცნოთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მოგისაჯათ სამი წლით თავისუფლები აღკვეთა.

სააკაშვილი დიახ.

ჟურნალისტი – სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენებთ პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეიწყალეთ ოთხი პოლიციელი, რომლებიც ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს ამნისტია, სასამართლოს დასკვნით, იყო გარიგების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ საქმეში მტკიცებულებების დამალვას.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მოდით…

ჟურნალისტი – თქვენ ამბობთ, რომ ეს სიცრუეა.

სააკაშვილი – თანამედროვე ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მან ამნისტიის უფლებით ისარგებლა. თქვენ გახსოვთ ბილ კლინტონი, მან შეიწყალა თავისი…

ჟურნალისტი – საქმე მხოლოდ ამნისტიას არ ეხება, საუბარია იმაზე, რომ დაეხმარეთ თუ არა თქვენ მტკიცებულების დამალვაში, რომელთაც შეეძლოთ ამ საქმის დეტალების გამოააშკარავება.

სააკაშვილი – მართალია,არავინ და არასდროს.. საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავ უფლებას აძლევს. ეს პირველი, მეორე – ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და ისინი ამნისტირებულები იყვენენ 143 სხვა ძალოვანთან ერთად.

ჟურნალისტი – დიახ, მაგრამ საქმეში იყო უამრავი გაურკვევლობა. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლომ მკაცრად გააკრიტიკა მთლიანად გამოძიება.

სააკაშვილი – დიახ.

ჟურნალისტი – სტრასბურგში მივიდნენ დასკვნამდე, რომ თქვენ მტკიცებულებების დამალვაში ხართ გარეული, ხომ ასეა?

სააკაშვილი – არა

ჟურნალისტი – სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ სასამართლო გაოცებული იყო, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტოები, მათ შორის შინაგან საქმეთ სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების ორგანოები, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტიც კი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა სამართალი არ აღსრულებულიყო. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა თქვენს წინააღმდეგ.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მივიდა დასკვნამდე, რომ ის ფაქტობრივად მძევალია, სანამ საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემს წინააღმდეგ ეძებს მტკიცებულებებს და რადგან მათ უარი თქვეს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების წარდგენაზე, ეს არის პოლიტიკური საქმე. საქართველოს მთავრობამ დაიქირავა ათი ყველზე ძლიერი გამომძიებელი მსოფლიოში. მათი ჩათვლით ვინც უკვე გადადგა…

ჟურნალისტი – თქვენ მაშინ იყავით პრეზიდენტი.

სააკაშვილი – საქართველოს მოქმედ მთავრობას „გაზპრომის“ ყველაზე დიდი აქციონერი აკონტროლებს.

ჟურნალისტი – მაგრამ, ის რაზეც ჩენ ვსაუბრობთ, 2011 წელს მოხდა.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ..

ჟურნალისტი – თქვენ მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყავით.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ რა ხდება ახლა…

ჟურნალისტი – მე ეს ვიცი. მოდი ნუ გადავიტანთ ყურადღებას და ვისაუბროთ იმაზე, რაც მაშინ მოხდა. მაშინ ამ საქმეს საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სააკაშვილი – დიახ, და ევროპულმა სასამართლომ ეს გააკრიტიკა, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავი უფლება აქვს, ასე რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და მე აგიხსნით რატომ.

ჟურნალისტი – ბატონი სააკაშვილო, რჩება ეჭვი, რომ გირგვლიანი მოკლეს თქვენი მაღალჩინოსანი თანაშემწის დაკვეთით, ხოლო 4 პოლიციელი დაარწმუნეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღოთ და სამაგიეროდ სოლიდურ თანხას და თავისუფლებას დაპირდნენ.

სააკაშვილი – არა, ადამიანებმა ვინც მკვლელობა ჩაიდინეს დაისაჯნენ და მათ სასჯელი დიდი ნაწილი მოიხადეს…

ჟურნალისტი – ისინი ისე გაასამართლეს, რომ მოსამართლეს დანაშაულის მოტივიც კი არ უკითხავს.

სააკაშვილი – მაგრამ, იცით, იგივე მოსამართლე…

ჟურნალისტი – სასამართლო პროცესი სულ დარღვევებით მიმდინარეობდა. თქვენ ეს იცით.

სააკაშვილი – იგივე მოსამართლე მონაწილეობდა ჩემი მთავრობის წევრების საწინააღმდეგო პროცესებში, ასე რომ სამწუხაროდ, მოსამართლეები….

ჟურნალისტი – გირგვლიანის დედას ემუქრებოდნენ. მისგან დუმილს ითხოვდნენ. სთავაზობდნენ ფულს, თუ ის გაჩუმდებოდა, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი მას ძალით გაჩუმებას ჰპირდებოდნენ. ეს ძალიან ბინძური საქმე იყომ, ხომ ასეა?

სააკაშვილი – ბატონო, სებასტიან, შეხედეთ, სახელმწიფო, რომელიც მე ჩავიბარე იყო იმ მომენტისთვის შეუმდგარი სახელმწიფო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ მე შევძლებდი გადამექცია ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტი არ ჰქონდა, სადაც არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, კარგად განვითარებად სახელმწიფოდ და წარმატებული რეფორმების მაგალითად. თუმცა მისი გადაქცევა უნაკლო ქვეყნად შეუძლებელი იყო..

ჟურნალისტი – დავუბრუნდეთ გირგვლიანი საქმეს. ჩემი აზრით, ეს იყო სასამართლოსთვის ხელის შეშლა.

სააკაშვილი – ჩვენს სასამართლო სისტემაში იყო სუსტი და ეს სიმართლეა. მე ვაღიარებდი…

ჟურნალისტი – ბრალდება ასეთია – თქვენ სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალეთ.

სააკაშვილი – ეს უბრალოდ ტყუილია, ჩვენი…

ჟურნალისტი – ადვილი სათქმელია.

სააკაშვილი – ჩვენი იურიდიული სისტემა იყო სუსტი და ახლა უფრო შესუსტდა.

ჟურნალისტი –  მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც თქვენი „მიღწევები“ არ იყო სახარბიელო.

სააკაშვილი – საქმე იმაში, რომ..

ჟურნალისტი – თქვენ ხომ ამ დროს საქართველოში იყავით? თქვენ დაესხით თავს თავისუფალ მედიას, ტელეკომპანია იმედს, რომელსაც დაესხნენ თავს თქვენი უსაფრთხოების ძალები 2007 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაუნადგურეს ტექნიკა.

სააკაშვილი – მარგამ, ისინი მაინც დაბრუნდნენ ეთერში.

ჟურნალისტი – ტელეკომპანია ეთერში დაბრუნდა, თუმცა თქვენ დაამყარეთ არალოიალურ ტელეარხებზე  კონტროლი ხუთი წლის ვადით.

სააკაშვილი – დიახ, ისინი დღემდე მუშაობენ. იმედს მე ვეზიზღები. იყო უამრავი სხვა ტელეარხი. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი ის არის, რომ რეგიონში სადაც ძალაუფლებაზე არავინ არასდროს უარს არ ამბობს, მე თავად წავედი არჩევნების შედეგად. მე მივეცი უფლება ძალაუფლების გადაცემა მომხდარიყო.

ჟურნალისტი – და ასეც უნდა მოქცეულიყავით, თქვენ ითხოვთ აღიარებას იმის გამო, რომ მოიქეცით იმგვარად, როგორც მოიქცეოდა ყველა ნორმალური ქვეყნის, ნორმალური პრეზიდენტი.

სააკაშვილი – არა, ჩვენს რეგიონში ასე არ არის. მიმოიხედეთ ამ რეგიონში ამას არვინ აკეთებს.

ჟურნალისტი – თედო ჯაფარიძემ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თქვენ მთავრობაში, განაცხადა, რომ თქვენი მმართველობის ბოლო წლებში ცხადი გახდა, რომ თქვენ თანამდებობის გამოყენებით ცდილობდით შეგექმნათ ფეოდალური სისტემა, რომელსაც ვერავინ შეარყევდა.. მან მმართველობის ამ სტილს ავტორიტარული უწოდა. ასეც იყო, ხომ მართალია?

სააკაშვილი – თედო ჯაფარიძე „გაზპრომის“ აქციონერზე მუშაობს.

ჟურნალისტი – ასევე ამბობენ, რომ თქვენ საკუთარ ხალხს უთვალთვალებდით, გქონდათ ბინძური არქივი, რომლიც სავსე იყო პოლიტიკოსების, აქტივისტების, ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი სცენებით, რომ შემდეგ ის გამოგეყენებინათ

სააკაშვილი არავის ეს არ გაუკეთებია, ნუ იმეორებთ რუსულ პროპაგანდას.

ჟურნალისტი – თუმცა ეს ჩანაწერები ჟურნალისტების წინ საჯაროდ გაანადგურეს 2013 წელს.

სააკაშვილი – ტყუილია, არავის არ შეუდგენია ასეთი არქივი. მტკიცებულებები არ არსებობს. ისინი გამოიგონეს. გამოიგონა ჯერ რუსულმა პროპაგანდამ და შემდეგ „გაზპრომის“ აქციონერმა.

მე პირადად, სპეციალურად ავკრძალე პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის შეგროვება. ეს იყო მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, რადგან ეს იყო ის, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს მთავრობის ხალხმა, რომლებიც ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ მთავრობაში. ასეთი რაღაცები უბრალოდ მეზიზღება.