DW - ნატო-ს ახალი დაგეგმვისა და მართვის ცენტრი გერმანიაში გაიხსნება
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ახალი დაგეგმვისა და მართვის ცენტრი გერმანიაში გაიხსნება, – ინფორმაციას DW ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, ინიციატივა ცენტრის გერმანიაში გახსნის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის, რასაც ნატო-ს წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. საბოლოო გადაწყვეტილება კი მომდევნო კვირას, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების სხდომაზე გამოცხადდება.
ცენტრი ჯარის, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვის ლოჯისტიკაზე იქნება პასუხისმგებელი.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ნატოს მეორე ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნება და ის პასუხისმგებელი იქნება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საჰაერო და საზღვაო მარშუტების უსაფრთხოებაზე.