ბერლინში დაუდგენელმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ღამით სამმა უცნობმა ახალგაზრდამ თურქული მეჩეთის ფანჯრები ჩაამტვრიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების დაკავება ვერ შეძლეს. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს, თუმცა მეჩეთის ერთ-ერთი ნაწილი მთლიანად დაიწვა.
ბერლინში მომხდარ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, ქალაქ ლაუფენში მდებარე მეჩეთს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გერმანიაში 2017 წელს მუსლიმებსა და მუსლიმურ დაწესებულებებზე 950 თავდასხმა განხორციელდა.