დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჰესის მშენებლობა დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მეგავატი, საშუალო წლიური გამომუშავება კი 15 მილიონი კვტ.სთ იქნება. პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„ბოდორნაჰესის“ მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და GWP-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.
პროექტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს.