დუმის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატმა, ვლადისლავ დავანკოვმა რუსეთის საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში პუტინზე მეტი ხმა დააგროვა
დუმის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატმა, ვლადისლავ დავანკოვმა რუსეთის საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში პუტინზე მეტი ხმა დააგროვა.
მედიის ცნობით, ვარშავაში, პრაღასა და ჰააგაში დავანკოვმა ხმების 51, 59 და 56 პროცენტი მიიღო. მან ასევე გამარჯვება მოიპოვა ვილნიუსში. ერევანში დავანკოვმა ხმათა 49,85%-ი მიიღო, პუტინმა კი – 32,87 პროცენტი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ბაქოში ვლადიმერ პუტინმა 77,26 პროცენტი მიიღო, ბიშკეკში – 73,81 პროცენტი, გენუაში – 70.86 პროცენტი, ფხუკეთში – 48,24 პროცენტი, რიგაში – 68,25 პროცენტი, სეულში – 41,47 პროცენტი; სოფიაში პუტინს მხარი 59,93%-მა დაუჭირა, ტალინში – 75,22%-მა, ტაშკენტში – 57,95%-მა.