დუეინ უეიდი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ კარმელო ენტონის შეძენით ჯერჯერობით არავინ დაიტერესებულა
კარმელო ენტონისთვის ბოლო წლები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. „ჰიუსტონ როკეთსში“ მან ბოლოს მხოლოდ 10 შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ტეხასური გუნდის ხელმძღვანელობამ ის გუნდიდან გაუშვა. მას შემდეგ, „მელო“ ახალი გუნდის ძიებაშია.
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ამერიკულმა მედიამ ენტონის მსურველი რამდენიმე გუნდის ვინაობა დაასახელა, თუმცა ამ დრომდე რეალური ვარიანტი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, 2019-2020 წლების სეზონის რეგულარული სეზონის დაწყებამდე კი სულ ცოტა დრო რჩება.
კარმელოს კარგმა მეგობარმა დუეინ უეიდმა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მაიამის ყოფილი ლეგენდის აზრით, ენტონი მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„ის ჩემი ძმაა და ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. იმედგაცურებული ვარ იმ ფაქტით, რომ ამ დრომდე მისი გადაბირებით არავინ დაინტერესდა. ეს პიროვნება ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. მელო ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალურად მოთამაშე კალათბურთელია, ვისთანაც მე მომიწია თამაშმა. მან ბევრი გააკეთა ამერიკული კალათბურთისთვის“, – განაცხადა ვეიდმა „ლოს ანჯელეს თაიმსის“ ჟურნალისტ არაშ მარკაზისთან მიცემულ ინტერვიუში.