დუეინ უეიდი შესაძლოა, ჩინეთში გადავიდეს სათამაშოდ
დუეინ უეიდი შესაძლოა, ჩინეთში გადავიდეს სათამაშოდ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანმა მცველმა, დუეინ უეიდმა შესაძლოა, ჩინეთში გააგრძელოს კარიერა, – იტყობინება Sportando. ამ მომენტისთვის, 36 წლის კალათბურთელი ვერ ჩამოყალიბდა თავის მომავალზე.

მის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტია ჩინური კლუბი “სინჟიან ფლაინ ტაიგერსი“.

ჩინელები “მაიამი ჰიტის” ლეგენდას მსხვილ კონტრაქტს სთავაზობენ. უფრო ადრე, უეიდმა სამუდამო კონტრაქტი გააფორმა სპორტული ეკიპირების ჩინურ მწარმოებელთან Li-Ning-თან.
უეიდი NBA-ში 2003 წლიდან თამაშობდა.

“ჰიტის” შემადგენლობაში ის სამჯერ გახდა ჩემპიონი. 2005-16 წლებში, NBA-ის “ყველა ვარსკვლავის მატჩის” მონაწილე იყო.