დუეინ უეიდი MLS-ის კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT
დუეინ უეიდი MLS-ის კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილმა ვარსკვლავმა, დუეინ უეიდმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ თავის პარტნიორებთან ერთად, რომლებიც Smith Entertainment Group-ს წარმოადგენენ, „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბის „რეალ სოლტ ლეიკის“ თანამფლობელი გახდა.

ცოტა ხნის წინ, უეიდმა შეიძინა წილი საკალათბურთო კლუბ „იუტა ჯაზში“, რომელიც ასევე სოლტ-ლეიკ-სიტიში თამაშობს.

უეიდი NBA-ის პირველი წარმომადგენელი არ არის, ვინც დაკავშირებულია ფეხბურთთან და MLS-თან. ადრე ამერიკული საფეხბურთო ლიგის კლუბებში წილი შეიძინეს ჯეიმს ჰარდენმა („დინამო ჰიუსტონი“), სტივ ნეშმა („ვანკუვერი“), კევინ დურანტმა („ფილადელფია“) და მეჯიქ ჯონსონმა („ლოს ანჯელესი“).