NBA-ის დღის TOP 10 მომენტი და მნიშვნელოვანი ფაქტები

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:

10. დალასი-ტორონტო – ლუკა დონჩიჩის მთელს მოედანზე გარღვევა
9. ნიუ იორკი-მაიამი – ტიმ ჰარდუეისა და მარიო ჰეზონიას კომბინაცია
8. სან ანტონიო-ვაშინგტონი – დავის ბერტანსის ჩატენვა
7. ნიუ იორკი-მაიამიდუეინ უეიდის ფინტი
6. ჰიუსტონი-ორლანდო – ჯეიმს ჰარდენის პასი კენეტ ფარიდზე
5. კლიპერსი-საკრამენტომონტრეზლ ჰარელის ჩატენვა
4. ლეიკერსი-ფინიქსიდევონ ბუკერის ეფექტური ორქულიანი
3. ჰიუსტონი-ორლანდო – ერიკ გორდონის ჩატენვა
2. სან ანტონიო-ვაშინგტონი – რუდი გეის ჩატენვა
1. ოკლაჰომა-მილუოკი – პოლ ჯორჯის ჩატენვა იანის ანტენტოკუნმპოზე

დღის ფაქტები:
– პოლ ჯორჯმა რვა სამქულიანი ჩააგდო, რაც მისთვის სეზონის რეკორდია.
– „ოკლაჰომამ“ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.
– „მილუოკიმ“ შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.
– იანის ანტენტოკუნმპომ პირველ ტაიმში, თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილა.
– ლუკა დონჩიჩმა 35 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
დონჩიჩმა სეზონში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა.
– 19 წლის სლოვენიელი პირველი თინეიჯერია NBA-ის ისტორიაში, ვინც 30-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა. აქამდე რეკორდსმენი ლებრონ ჯეიმსი იყო – 20 წლისა და 100 დღის.
– ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ 23-ე მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა, რაც მეოთხე ყველაზე გრძელი სერიაა ისტორიაში.
ჰარდენმა სეზონში მეთვრამეტედ დააგროვა მინიმუმ 40 ქულა. ამისთვის მას 46 მატჩის ჩატარება მოუწია, რაც ბოლოს მაიკლ ჯორდანმა, 1986-87 წლების სეზონში მოახერხა.
– „კლიპერსმა“ შინ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
– „იუტამ“ ბოლო სამ დღეში მეორედ „მინესოტა“ დაამარცხა.
– „ლეიკერსმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
– „ფინიქსმა“ ზედიზედ მერვედ წააგო.
– „კლივლენდმა“ შეწყვიტა ექვსმატჩიანი წაგებათა სერია და ბოლო 20 მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო.
– „ჩიკაგოს“ ბოლო 14 მატჩში 13 წაგება აქვს.
– „ჩიკაგოსა“ და „კლივლენდის“ მატჩში ლიდერი 23-ჯერ შეიცვალა და 14-ჯერ თანაბარი ანგარიში იყო.
– მაიამელმა უეინ ელინგტონმა ბოლო ორ წუთსა და 16 წამში 10 ქულა დააგროვა.
– „ნიუ იორკმა“ ზედიზედ მეცხრედ და ბოლო 18 მატჩში მეჩვიდმეტედ წააგო.