დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვსა და „ამრა“ ითამაშებენ #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვსა და „ამრა“ ითამაშებენ #1TVSPORT

რუსთავში გაიმართა დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალური შეხვედრები. ვიქტორ სანიკიძის აკადემია „მარგვეთს“ დაუპირისპირდა, ხოლო „ორბი“ – „ამრას“. ფინალის საგზურები მოიპოვეს ვსა-მ და „ამრამ“. მათი შეხვედრა საჩემპიონო 4 ოქტომბერს 17 საათზე რუსთავში დაიწყება.

***

სანიკიძის აკადემიისა და „მარგვეთის“ შეხვედრაში სამი პერიოდი თანაბარი გამოდგა. მხოლოდ ერთი ათწუთეული (მესამე) წარიმართა აკადემიელთა დომინირებით და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 26:12. საფინალო ანგარიშია 88:71.

მატჩის ბომბარდირობა ორმა ვსა-ემა გაიყო: ჯერმეინ ჰედმა და ჰავიერ ჰილ-მეისმა 23-23 ქულა ჩააგდეს.

***

„ორბისა“ და „ამრას“ მატჩში გამარჯვებულის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ამრელებმა 22:13 მოიგეს. მატჩიც მათივე გამარჯვებით დასრულდა – 80:71.

„ამრას“ რიგებში ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა ლუკა მაზიაშვილს, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

„ორბში“ 17 ქულით დონდრ რედიკი გამოირჩა.