დუდა სანაძის 30 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში #1TVSPORT
დუდა სანაძის 30 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში #1TVSPORT

დუდა სანაძემ  დღეს კვიპროსის ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა. ის წინა დღეს, 15 თებერვალს მამა გახდა – თბილისში ვაჟი, გიორგი შეეძინა. სანაძემ თავის გუნდს გაამარჯვებინა და ხვალ თბილისში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა.

სანაძის „ანორთოსისი“ მორიგ მატჩში ნიქოზიის „ახილეასს“ ესტუმრა და 103:80 იმარჯვა, ქართველმა ლეგიონერმა კი 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 35 წუთში 12-დან 6 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში „ანორთოსისმა“ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა (გუნდში მე-2 შედეგი).

დუდას კლუბმა 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა, სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 11 მარტს ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „პარალიმნისთან“ ჩაატარებს.