დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში ძლიერი ხანძარია [ვიდეო]

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, სასტუმრო Metro Hotel-ში ძლიერი ხანძარია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცეცხლი სასტუმროს რამდენიმე სართულზეა გავრცელებული.

ჯერ უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ოთახებში, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.